დონალდ ტრამპი მექსიკის პრეზიდენტს მოუწოდებს, ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკება დააჩქაროს
დონალდ ტრამპი მექსიკის პრეზიდენტს მოუწოდებს, ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკება დააჩქაროს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს მოუწოდებს, დააჩქაროს მოლაპარაკება ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პირობებზე. შეთანხმება დონალდ ტრამპის თქმით, ორივე ქვეყნისთვის მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.

ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში, აშშ-ის პრეზიდენტი მჭიდრო თანამშრომლობისა და კარგი ურთიერთობების იმედს გამოთქვამს, განსაკუთრებით კი ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და მიგრაციის სფეროში.

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპს შვიდ გვერდიანი წერილი გაუგზავნა.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი ტელეფონითაც ესაუბრა ამერიკის ლიდერს და ვაშინგტონიდან ჩასულ დელეგაციასთან შეხვედრაც გამართა. კერძოდ, სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან.