აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი შვიდიანის სამიტს დასრულებამდე დატოვებს. ინფორმაციას საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. ტრამპი სამიტის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს – დებატებს კლიმატური ცვლილებებისა და გარემოს დაცვის შესახებ არ დაესწრება.
დიდი შვიდიანის სამიტი კანადაში, კვებეკში მიმდინარეობს. შვიდი ქვეყნის ლიდერი რამდენიმე გლობალურ საკითხზე მსჯელობს: მშვიდობა და გლობალური უსაფრთხოება, სავაჭრო კავშირები და სამუშაო ადგილების შექმნა მომავალში, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და კლიმატური ცვლილებები.
სამიტზე დონალდ ტრამპისა და დანარჩენი ლიდერების აზრი რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით გაიყო.
გარდა ამისა, ტრამპმა სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ დიდი შვიდიანის სამიტს რუსეთიც უნდა ესწრებოდეს, რაც ევროპული ქვეყნის ლიდერებმა, კანადის და იაპონიის პრემიერ-მინისტრებმა მწვავედ გააკრიტიკეს. აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ აზრს მხოლოდ იტალიის ახლად არჩეული პრემიერი ჯუზეპე კონტე დაეთანხმა. იგი აღნიშნულ სამიტს პირველად ესწრება.
რუსეთი დიდი რვიანიდან ყირიმის ანექსიის გამო 2014 წელს გააძევეს.