ჩრდილო კორეა უმოკლეს დროში გაანადგურებს რაკეტებს, რომელიც უკვე გამოსცადეს – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილო კორეის ლიდერთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაცია არ ყოფილა და აღნიშნული გადაწყვეტილება დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ იქნა მიღწეული. ტრამპის განცხადებით, შესაფერის დროს ფხენიანს ესტუმრება, კიმ ჩენ ინმა კი თეთრ სახლში მიწვევა მიიღო.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ჩრდილო კორეასთან მოლაპარაკებების დროს, მოკავშირე სამხრეთ კორეასთან ერთად „საომარი თამაშები“ შეწყდება, თუმცა კორეის ნახევარკუნძულზე ამერიკელი სამხედროების რაოდენობა არ შემცირდება.