კრემლში აცხადებენ, რომ კიევი შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს თუ მიიღებს, რუსეთი უკრაინაში „ბუფერულ ზონას“ გააფართოებს

14:07, 24.04.2024

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთი კიდევ უფრო გააფართოებს თავის „ბუფერულ ზონას“ უკრაინის შიგნით, თუ კიევი აშშ-ისგან შორ მანძილზე მოქმედ „ატაკამსის“ ტიპის რაკეტებს მიიღებს, რომლებიც კიევს საშუალებას მისცემს, რუსეთს დაარტყას.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს ჰკითხეს რუსეთის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის დახმარების პაკეტი, შესაძლოა, შეიცავდეს შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, რაზეც პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი იძულებული იქნება, უკრაინაში „ბუფერული ზონა“ გააფართოოს.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. კანონპროექტს ახლა ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რათა დამტკიცდეს და ამოქმედდეს. როგორც ბაიდენმა განაცხადა, ის კანონპროექტს მიღებისთანავე მოაწერს ხელს. ოთხი კანონპროექტიდან ერთი ითვალისწინებს უკრაინის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას.

მსგავსი