დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ წინასწარ იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ, თუმცა აშშ-ის სამხედროებს ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ
ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეხმაურება.
ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წინასწარ იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ, თუმცა ხაზგასმით განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროებს ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იმედოვნებს, ირანი გააგრძელებს მოლაპარაკებებს აშშ-თან თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ.
„ირანს არ შეუძლია, ჰქონდეს ბირთვული ბომბი და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავბრუნდებით. ვნახოთ“, – განუცხადა მან Fox News-ს.