ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი – ისრაელი და აშშ მძიმე საფასურს გადაიხდიან, ირანის შეიარაღებული ძალები აუცილებლად უპასუხებს ამ სიონისტურ თავდასხმას
ისრაელი და აშშ დარტყმებისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან, – ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„ირანის შეიარაღებული ძალები აუცილებლად უპასუხებს ამ სიონისტურ თავდასხმას“, – განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა, აბოლფაზლ შეკარჩიმ.
მანამდე, „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი ისრაელის დარტყმებზე „ძალიან მკაცრ პასუხს“ გეგმავს.