ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ ისრაელი მკაცრ სასჯელს უნდა ელოდოს
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ისრაელი მკაცრ სასჯელს უნდა ელოდოს. ხამენეიმ დაადასტურა, რომ დარტყმების დროს რამდენიმე მეთაური და მეცნიერი დაიღუპა.
მისი თქმით, ისრაელმა „დანაშაული გამთენიისას ჩაიდინა“ და საცხოვრებელ უბნებს დაარტყა.
„რეჟიმი მკაცრ სასჯელს უნდა ელოდოს. მტრის თავდასხმების დროს არაერთი მეთაური და მეცნიერი დაიღუპა. ამ დანაშაულით სიონისტურმა რეჟიმმა მწარე და მტკივნეული ბედისწერა მოიმზადა საკუთარი თავისთვის და ის აუცილებლად მიიღებს მას“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა.