დოჰას მასტერსიდან ქართველი ძიუდოისტები საქართველოში დაბრუნდნენ [ფოტო]
ყატარის დედაქალაქ დოჰაში მასტერსის ტურნირი დასრულდა. ქართველი ძიუდოისტები ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნდნენ. სპორტსმენებს აეროპორტში გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმხან კოცოევს სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა. დოჰას მასტერსზე ასევე ოქროს მედალი მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმაც, რომელმაც ფინალში ნიდერლანდელ სპორტსმენს სძლია.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დოჰას მასტერსის დასრულების შემდეგ საუკეთესო ვაჟ ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა. ჩვენმა ნაკრებმა ტურნირზე მამაკაცებს შორის გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.