მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

16:09, 11.01.2021

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მასტერსის ტურნირზე ძიუდოში პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას ოთხი მამაკაცი და ორი ქალი ძიუდოისტი იცავდნენ, საიდანაც ხუთი სპორტსმენი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა გათამაშებას და მედლისთვის მხოლოდ 66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი იბრძოლებს.

ქართველი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის კორეელ ან მოლდაველ ძიუდოისტთან იჭიდავებს. ფინალური ბლოკი კი 18.00 საათზე დაიწყება.

მსგავსი