დმიტრი კულება - ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი
ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას, დმიტრო კულებამ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გაუსვა ხაზი. ამის შესახებ კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მისი განცხადებით, ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ვაშინგტონში შეხვდება.
„შექმნილი სიტუაციის დინამიკის გათვალისწინებით, მქონდა კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივან ბლინკენთან ვაშინგტონში ჩვენს ხვალინდელ შეხვედრამდე. მთავარი საკითხი: სანქციები. მე ხაზი გავუსვი რუსეთის უკანონო ქმედებების საპასუხოდ მისთვის მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას“, – წერს დმიტრო კულება.
შეგახსენებთ, მანამდე ტელემიმართვაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ პარტნიორებს მხარდაჭერის ნაბიჯებისკენ მოუწოდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა დავინახოთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და პარტნიორი, და ვინ განაგრძობს რუსეთის შეშინებას სიტყვებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.