თელ ავივში, სასტუმროსთან, რომელშიც ენტონი ბლინკენი იმყოფება, ღაზაში მყოფი მძევლების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

22:54, 22.10.2024

ღაზაში მყოფი მძევლების ოჯახის წევრებმა თელ ავივში, სასტუმროსთან, რომელშიც ენტონი ბლინკენი იმყოფება, საპროტესტო აქცია გამართეს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

მომიტინგეები მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით გამოვიდნენ, სასტუმროს მიმდებარედ გზა გადაკეტეს და წაიკითხეს ღაზის სექტორში დარჩენილი მძევლების სახელები და გვარები.

აშშ-ისა და ისრაელის დროშებით ხელში, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ისინი ცოცხლები გვჭირდება“ და აჩვენებდნენ ბანერებს წარწერებით „ცეცხლის შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება ახლა“, „შეაჩერეთ ომი“ და „მძევლების გათავისუფლება დღესვე“.

ბლინკენმა ისრაელში ვიზიტისას შეხვედრა გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. ბლინკენმა ნეთანიაჰუს მოუწოდა, გამოიყენოს „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობა და იმუშაოს ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე.

მსგავსი