დმიტრი კულება – ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი

08:16, 22.02.2022

ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას, დმიტრო კულებამ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გაუსვა ხაზი. ამის შესახებ კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისი განცხადებით, ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ვაშინგტონში შეხვდება.

„შექმნილი სიტუაციის დინამიკის გათვალისწინებით, მქონდა კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივან ბლინკენთან ვაშინგტონში ჩვენს ხვალინდელ შეხვედრამდე. მთავარი საკითხი: სანქციები. მე ხაზი გავუსვი რუსეთის უკანონო ქმედებების საპასუხოდ მისთვის მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას“, – წერს დმიტრო კულება.

შეგახსენებთ, მანამდე ტელემიმართვაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ პარტნიორებს მხარდაჭერის ნაბიჯებისკენ მოუწოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა დავინახოთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და პარტნიორი, და ვინ განაგრძობს რუსეთის შეშინებას სიტყვებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი