ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის სანქციები არ არის გამიზნული რუსეთში რეჟიმის შეცვლაზე, მიზანი რუსეთის ეკონომიკის დასუსტებაა
ევროკავშირის სანქციები არ არის გამიზნული რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეჟიმის შეცვლაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„სანქციები არ არის რუსეთის რეჟიმის შეცვლის პროვოცირება. პირიქით, სანქციები გამოიწვია ომმა. მიზანი კი რუსეთის ეკონომიკის დასუსტებაა, რათა რუსეთის ეკონომიკამ იგრძნოს შედეგების სიმძიმე და გაძლიერდეს უკრაინელების პოზიციები მომავალ მოლაპარაკებებში, მაგრამ ეს რეჟიმის შეცვლასთან არაფერ შუაშია”, – განაცხადა ბორელმა.
ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარეობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეჟიმის ომი და არა რუსი ხალხის ომი.