ჟინვალჰესში 55 წლამდე მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდება
მაშველებისა და მყვინთავების 20-კაციანმა ჯგუფმა დუშეთში, ჟინვალჰესის წყალსაცავში, 55 წლამდე მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ცუდი ხილვადობის გამო შეწყვიტა.
როგორც საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურში აცხადებენ, სამძებრო სამუშაო 15 ნოემბერს, 07:30 საათიდან განახლდება.
დილიდან სამუშაოებში ჩაერთვება მძიმე ტექნიკაც, რათა წყალსაცავიდან სატვირთო ავტომანქანა ამოიტანონ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ჟინვალჰესის მფლობელ კომპანიასთან და ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს სამძებრო ღონისძიების სწრაფად დასრულებისთვის
ჟინვალჰესში სატვირთო ავტომობილი 14 ნოემბერს ღამით გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.