ჟან-კლოდ იუნკერი - ევროკავშირმა ბრექსიტთან მიმართებაში დიდი მოთმინება გამოიჩინა, თუმცა ის იწურება
ევროკავშირმა ბრექსიტთან მიმართებაში დიდი მოთმინება გამოიჩინა, თუმცა ის იწურება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.
მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო უახლოეს მომავალში უნდა ჩამოყალიბდეს, რა გზით სურს სვლა.
ჟან-კლოდ იუნკერი აღნიშნავს, რომ ამ დრომდე მათთვის ცნობილი იყო, რაზე აცხადებდა უარს დიდი ბრიტანეთის პარლამენტი, მაგრამ მათთვის გაურკვეველია, რას ეთანხმებიან ისინი.
29 მარტს, როდესაც ქვეყანას ევროკავშირი ოფიციალურად უნდა დაეტოვებინა, თემთა პალატამ მესამედ ჩააგდო პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ბრექსიტის გეგმა. ტერეზა მეი შესწორებული ვარიანტის წარდგენას დღეს მეოთხედ შეეცდება.