ჟან-ივ ლე დრიანი - დავით ზალკალიანთან საუბრისას ხაზი გავუსვი საქართველოსადმი საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერას და მზაობას, დავეხმაროთ მას, აღნიშნული ასევე დავუდასტურე მოლდოველ კოლეგასაც
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან დღეს გამართულ სატელეფონო საუბარს „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმაურება.
„ჩემს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან საუბრისას ხაზი გავუსვი საქართველოსადმი საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერას და მზაობას, დავეხმაროთ საქართველოს. აღნიშნული ასევე დავუდასტურე ჩემს მოლდოველ კოლეგასაც“, – წერს საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ჟან-ივ ლე დრიანთან სატელეფონო საუბარი დღეს გამართა.