საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ავღანეთის მაგალითი აჩვენებს, რომ სხვა ქვეყნებს მმართველობის მოდელს სამხედრო ძალის გამოყენებით ვერ მოახვევ თავს
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ავღანეთის მაგალითი აჩვენებს, რომ სხვა ქვეყნებს მმართველობის მოდელს სამხედრო ძალის გამოყენებით ვერ მოახვევ თავს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, ავღანეთის მაგალითი აჩვენებს, რომ სხვა ქვეყნებს მმართველობის მოდელს სამხედრო ძალის გამოყენებით ვერ მოახვევ თავს. ეს განცხადება საფრანგეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა გამოცემა „ფიგაროსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„ავღანეთის გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ არ შეიძლება სამხედრო ძალით მოახვიო თავს სხვა ქვეყანას მმართველობის მოდელი, თუ ის არ სარგებლობს ხალხისა და პოლიტიკური წრეების ფართო მხარდაჭერით“, – განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.

მისივე თქმით, ავღანეთში შექმნილ სიტუაციაში დასავლეთის ამოცანაა, წაუყენოს მოთხოვნები ახალ მთავრობას და გამოიყენოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ბერკეტები, რათა მათზე ზეგავლენა მოახდინოს.