ჟან-ივ ლე დრიანი – დავით ზალკალიანთან საუბრისას ხაზი გავუსვი საქართველოსადმი საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერას და მზაობას, დავეხმაროთ მას, აღნიშნული ასევე დავუდასტურე მოლდოველ კოლეგასაც
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან დღეს გამართულ სატელეფონო საუბარს „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმაურება.
„ჩემს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან საუბრისას ხაზი გავუსვი საქართველოსადმი საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერას და მზაობას, დავეხმაროთ საქართველოს. აღნიშნული ასევე დავუდასტურე ჩემს მოლდოველ კოლეგასაც“, – წერს საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ჟან-ივ ლე დრიანთან სატელეფონო საუბარი დღეს გამართა.
J’ai souligné auprès de mon collègue géorgien aujourd’hui @DZalkaliani notre pleine solidarité et notre disponibilité à appuyer la Géorgie face aux conséquences de la guerre en Ukraine, comme je l’avais fait hier auprès de mon collègue moldave.
🇫🇷🇪🇺🇬🇪
— Jean-Yves Le Drian (@JY_LeDrian) February 26, 2022