კაუნასის “ჟალგირისის” მთავარი მწვრთნელი შარუნას იასიკიავიჩუსი, შესაძლოა, “ტორონტოს” ჩაუდგეს სათავეში. კანადური კლუბის პრეზიდენტი მასაი უჯირი უკვე შეხვდა 42 წლის სპეციალისტს და მასთან მოლაპარაკებები გამართა.
იასიკიავიჩუსი ლიეტუვურ კლუბში 2016 წლიდან მუშაობს და ამ სეზონში “ჟალგირისი” ევროლიგის “ოთხთა ფინალში” გაიყვანა.
ლიეტუველს მოთამაშის რანგში ორი სეზონი აქვს გატარებული NBA-ში.