„ტორონტომ“ პასკალ სიაკამი მწვრთნელის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 50 000 დოლარით დააჯარიმა #1TVSPORT
„ტორონტომ“ პასკალ სიაკამი მწვრთნელის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 50 000 დოლარით დააჯარიმა #1TVSPORT

NBA-ის მიმდინარე რეგულარული „ტორონტოსთვის“ საკმაოდ რთულად წარიმართა. გუნდი საშინაო მატჩებს კორონავირუსის პანდემიისა და კანადაში მოქმედი მკაცრი რეგულაციების გამო ტამპაში მართავს. გარდა ამისა, გუნდის წამყვან კალათბურთელებს ტრავმებმა მოსვენების საშუალება არ მისცა. 

რეპტორსი“ ამჟამად აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება და პლეი ოფის საგზურისთვის ცდილობს ბრძოლას.

კვირას „ტორონტომ“ „კლივლენდთან“ 116:105 წააგო. კანადური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მეოთხე პერიოდში პასკალ სიაკამი სკამზე დასვა და პარკეტზე აღარ შეუყვანია. ნიკ ნერსმა განსხვავებული შემადგენლობით გადაწყვიტა მატჩის დასრულება. ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ თამაშის დასრულების შემდეგ სიაკამმა ნერსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის გამო გუნდმა სიაკამი 50 000 დოლარით დააჯარიმა.