„ჰიუსტონმა“ 20-მატჩიანი წაგებათა სერია „ტორონტოსთან“ შეწყვიტა – NBA-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT

11:57, 23.03.2021

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. „ჰიუსტონისთვის“ მიმდინარე სეზონი უკვე შეიძლება ჩაითვალოს წარუმატებლად. გუნდს დღევანდელ მატჩამდე 11 მოგება და 30 მარცხი ჰქონდა და დასავლეთ კონფერენციაში ბოლოს წინა მე-14 ადგილზე იმყოფებოდა. „როკეტსმა“ უიღბლო სერია შეწყვიტა და „რეპტორსი“ საკუთარ არენაზე 117-99 დაამარცხა.

გადამწყვეტი პერიოდის წინ „ჰიუსტონი“ 2 ქულით ლიდერობდა. საბოლოოდ კი მატჩი 18 ქულით მოიგო. 19 ქულით, 11 მოხსნითა და 10 პასით სამმაგი დუბლი გაიფორმა ჯონ უოლმა. 20 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა სტერლინგ ბრაუნს. 22 ქულით დაასრულა მატჩი ჟაეშონ ტეიტმა.

კანადურ გუნდში ყველაზე მეტი 27 ქულა ფრედ ვანვლეტის ანგარიშზეა. მას ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. 21 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა პასკალ სიაკამმა. 19 ქულით დაასრულა მატჩი ნორმან პაუელმა. 17 ქულაა კაელ ლოურის ანგარიშზე.

გამარჯვების მიუხედავად „როკეტსი“ დასავლეთ კონფერენციაში კვლავ ბოლოს წინა ადგილზეა. „ტორონტო“ კი 17 მოგებითა და 26 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში ჯერჯერობით მე-11 ადგილზეა.

 

ჰიუსტონი – ტორონტო 117:99

https://www.youtube.com/watch?v=exv7uiHQarw

 

კლივლენდი – საკრამენტო 105:119

https://www.youtube.com/watch?v=MINdi9dI0co

 

მინესოტა – ოკლაჰომა 103:112

https://www.youtube.com/watch?v=jt8Vzsu8rdg

 

სან ანტონიო – შარლოტი 97:100

https://www.youtube.com/watch?v=htgeVkK68yM

 

ჩიკაგო – იუტა 95:120

https://www.youtube.com/watch?v=w_VmYd1Ac8w

 

მემფისი – ბოსტონი 132:126

https://www.youtube.com/watch?v=rNycj1g8r1k

 

მილუოკი – ინდიანა 140:113

https://www.youtube.com/watch?v=9XJ09VJ-zAs

 

კლიპერსი – ატლანტა 119:110

https://www.youtube.com/watch?v=dL3hZURmmmY

მსგავსი