ინსინიე კარიერას „ტორონტოში“ განაგრძობს #1TVSPORT
ინსინიე კარიერას „ტორონტოში“ განაგრძობს #1TVSPORT

„ნაპოლის“ ნახევარმცველი ლორენცო ინსინიე ზაფხულში კლუბს შეიცვლის – ის „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) კლუბ „ტორონტოში“ გადავა, – იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

30 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა მიმდინარე სეზონი „ნაპოლიში“ ჩაამთავროს და „ტორონტოში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს.

ინსინიემ უკვე მოელაპარაკა კანადურ კლუბს. მისი კონტრაქტი 2027 წლამდე იქნება ძალაში. არაოფიციალური ინფორმაციით, ინსინიე „ტორონტოში“ წელიწადში 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ამ სეზონში 30 წლის ფეხბურთელმა სერია 15 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.