„დისნეი“ და „21-ე საუკუნის ფოქსი“ გაერთიანდა. 71 მილიარდი დოლარის ოდენობის შეთანხმება გასული წლის ზაფხულში გაფორმდა.
ორი გიგანტური კორპორაციის შერწყმის ხელშეკრულება ძალაში 20 მარტიდან შედის.
შეთანხმების მიხედვით, „დისნეიმ“ შეიძინა „21-ე საუკუნის ფოქსის“ ფილმების სტუდია, ტრანსლაციის გიგანტ „ჰულუს“ საკონტროლო პაკეტი და რამდენიმე საკაბელო არხი. ახალ კორპორაციულ ერთეულს „ახალი დისნეი“ ერქმევა. დანარჩენი, რაც „21-ე საუკუნის ფოქს“-ში იყო, გაერთიანდება ახალ კომპანია „ფოქსში“.
კომპანიის შემადგენლობაში იქნება „ფოქს ბროდქასთ ნეთვორქი“, „ფოქს სპორტი“ და „ფოქს ნიუს ჩენელი“.