„დისნეიში“ აცხადებენ, რომ თანამშრომლებისთვის კორონავირუსის ვაქცინაციას სავალდებულოს გახდიან
„დისნეიში“ აცხადებენ, რომ თანამშრომლებისთვის კორონავირუსის ვაქცინაციას სავალდებულოს გახდიან

კომპანია „დისნეიში“ აცხადებენ, რომ თანამშრომლებისთვის კორონავირუსის ვაქცინაციას სავალდებულოს გახდიან. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კომპანიაში უფრო მეტად გადამდები დელტა-ვარიანტის გავრცელებით ხსნიან.

დისნეიში“ აცხადებენ, რომ თანამშრომლებს, რომლებიც ამ დრომდე არ არიან ვაქცინირებულები, აცრისთვის 60-დღიანი ვადა ექნებათ. ხოლო ის დასაქმებულები, რომლებიც ამჟამად დისტანციურად მუშაობენ, სამსახურში დაბრუნების შემდეგ ვაქცინაციის მოწმობის წარდგენა მოუწევთ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ ახლად აყვანილ თანამშრომლებს ასევე წაუყენებენ სრული ვაქცინაციის ჩატარების მოთხოვნას.