საქართველოში უეფა-სა და დისნეის ერთობლივი პროექტი დაიწყო #1TVSPORT
საქართველოში უეფა-სა და დისნეის ერთობლივი პროექტი დაიწყო #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, უეფა-სა და დისნეის ერთობლივი პროექტი, „ფლეიმეიქერსის“ დაიწყო, რომელიც საქართველოს მასშტაბით 30 ლოკაციას მოიცავს.

პროექტ „ფლეიმეიქერსის“ ვარჯიშები დისნიეს ანიმაციების თემატიკითაა შედგენილი და სახალისო დატვირთვების დახმარებით, 5-8 წლამდე გოგონების ფეხბურთში სრულიად უფასოდ ჩართვას ისახავს მიზნად.

ფლეიმეიქერსის“ საქართველოში განსახორციელებლად საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს მწვრთნელების სპეციალური პროგრამით გადამზადებას, სპორტული ეკიპირებას და ელექტრონულ სახელმძღვანელოებს.

აღნიშნული პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 ლოკაციას მოიცავს, ამ პროცესში ჩართული იქნებიან როგორც კერძო სკოლები, ისე ქალთა კლუბები და საფეხბურთო აკადემიები, ასევე სფფ-ის პროექტ #WePlayStrong საქართველოს წევრები.

თითოეულ ლოკაციაზე მინიმუმ 10 გოგონას შეუძლია ვარჯიში, რომელსაც მინიმუმ 2 მწვრთნელი ავარჯიშებს, მათ შორის ერთი ქალი. წლის განმავლობაში ვარჯიშები ორ ეტაპად, შემოდგომაზე და გაზაფხულზე გაიმართება.

Playmakers-ის ლოკაციები საქართველოში:

დასავლეთ საქართველო:

ბათუმი – სკოლა ნიკე

ბათუმი – მეგასკოლა

ბათუმი – ქალთა საფეხბურთო კლუბი ბათუმი

ბათუმი – ბაღი ბემბი ლენდი

ბათუმი – WPS ბათუმი

ქედა – ქედას სკოლა

ქობულეთი – ხუცუბნის სკოლა

ხონი – ხონის ტექნიკური გიმნაზია

გვიმბალაური – სფფ-ის საფეხბურთო აკადემია

მარტვილი – მარტვილის საფეხბურთო აკადემია

თერჯოლა – WPS თერჯოლა

ზუგდიდი – ქალთა საფეხბურთო კლუბი ფენიქსი

ამბროლაური – ქალთა საფეხბურთო კლუბი რაჭა 2020

საჩხერე – ქალთა საფეხბურთო კლუბი ქარიშხალა

ქუთაისი – ქალთა საფეხბურთო კლუბი მართვე

თბილისი

WPS ვარკეთილი

ბაქსვუდის სკოლა

ქალთა საფეხბურთო კლუბი ნორჩი დინამო

ქალთა საფეხბურთო კლუბი სოხუმის დინამო

სკოლა-გიმნაზია პირველი

ლოკომოტივის საფეხბურთო აკადემია

დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემია

სელეროს საფეხბურთო სკოლა

ვიკინგების საფეხბურთო სკოლა

WPS გლდანი

WPS ვაკე

საფეხბურთო კლუბი კვარტალი

აღმოსავლეთ საქართველო

ახმეტა – საფეხბურთო კლუბი ბახტრიონი

ახალციხე – ქალთა საფეხბურთო კლუბი ზარზმა

გორი – ქალთა საფეხბურთო კლუბი გორი იუნაიტედი