დისნეის მულტფილმ „პატარა ქალთევზაში“ კიბორჩხალის გამხმოვანებელი სამუელ ე ურაითი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა
დისნეის მულტფილმ „პატარა ქალთევზაში“ კიბორჩხალის გამხმოვანებელი სამუელ ე ურაითი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

უოლტ დისნეის მულტფილმ „პატარა ქალთევზაში“ კიბორჩხალის გამხმოვანებელი სამუელ ე ურაითი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

1989 წელს გადაღებულ მულტფილმში ურაითის მიერ შესრულებულმა სიმღერამ „წყალქვეშ“ (Under the sea) ოსკარი მიიღო. ის ასევე თამაშობდა ბროდვეის მიუზიკლში „მეფე ლომი“, სადაც მუფასას როლს ასრულებდა.

ურაითმა ასევე განასახიერა ჯაზის ვარსკვლავი დიზი გილესპი, კლინტ ისტვუდის ფილმში „ჩიტი“.

74 წლის მსახიობის გარდაცვალების გამო უოლტ დისნეიმ სამუელ ურაითის ფოტო ნიუ იორკში, ბროდვეის აფიშაზე განათავსა.

„პატარა ქალთევზაში კიბორჩხალა სებასტიანის როლმა მომცა ის, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი, ეს უკვდავებაა“, – განაცხადა 1991 წელს ურაითმაინთერთეიმენთ უიქლისთან“ ინტერვიუში.

ურაითი ბოლო სამი წლის განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა. ის ნიუ იორკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი