დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა გამოფენას „დიდოსტატები ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან“ მასპინძლობს
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა გამოფენას „დიდოსტატები ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან“ მასპინძლობს.
გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს XIX საუკუნის II და XX საუკუნის I ნახევრის ქართული სახვითი ხელოვნების ნიმუშებს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და თბილისის ისტორიის მუზეუმის კოლექციებიდან.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრების გიგო გაბაშვილის, მოსე თოიძის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ალექსანდრე ციმაკურიძის, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის, დიმიტრი შევარდნაძის, სერგო ქობულაძის, ირინა შტენბერგის, მიხეილ ბილანიშვილის, ფელიქს ვარლამიშვილისა და თამარ აბაკელიას ნამუშევრები.