დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა გამოფენას „დიდოსტატები ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან“ მასპინძლობს

17:02, 14.03.2019

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა გამოფენას „დიდოსტატები ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან“ მასპინძლობს.

გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს XIX საუკუნის II და XX საუკუნის I ნახევრის ქართული სახვითი ხელოვნების ნიმუშებს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და თბილისის ისტორიის მუზეუმის კოლექციებიდან.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრების გიგო გაბაშვილის, მოსე თოიძის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ალექსანდრე ციმაკურიძის, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის, დიმიტრი შევარდნაძის, სერგო ქობულაძის, ირინა შტენბერგის, მიხეილ ბილანიშვილის, ფელიქს ვარლამიშვილისა და თამარ აბაკელიას ნამუშევრები.

მსგავსი