მე მგონია, რომ არავინ მერჩის, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტების კითხვას – „ხომ არ ერჩიან იმის გამო, რომ ის გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრი იყო, რომლის მთავრობის მუშაობა „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დაიწუნა“.
რაც შეეხება კითხვას მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჰქონდა შენიშვნა გიორგი კვირიკაშვილთან, ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილისა და კვირიკაშვილის ურთიერთობები მათი საქმეა.
„ბატონი ბიძინასა და ბატონი გიორგის ურთიერთობები, ეს არის მათი ურთიერთობები. რაც შეეხება თვითონ რეფორმას, ვფიქრობ, წარმატებულია“, – განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.