დიმიტრი ქუმსიშვილი - 2019 წელს ენგურჰესი სამი თვით გაჩერდება 
დიმიტრი ქუმსიშვილი - 2019 წელს ენგურჰესი სამი თვით გაჩერდება 

2019 წლის დასაწყისში ენგურჰესი სამი თვით გაჩერდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჰესის გაჩერების მიზეზი სამუშაოების ჩატარებაა.

როგორც მინისტრის აცხადებს, ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუდმივად ტარდება, მათ შორის დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით.

„2019 წლის დასაწყისში ენგურჰესი სამი თვით გაჩერდება და შესაბამისად, ჩატარდება ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები. ეს გეგმა არის აბსოლუტურად გამჭირვალე, შეთანხმებული. რეაბილიტაციის სამუშაოები იქ მიმდინარეობს. წელსაც ჩვენ პრაქტიკულად ორი აგრეგატის რეაბილიტირება მოვახდინეთ. გარდა ამისა, რეაბილიტაციაშია ერთ-ერთი გვირაბი, ასე რომ, იქ მუდმივად მიმდინარეობს საინვესტიციო პროგრამა“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ამასთან, ქუმსიშვილის თქმით, ენგურჰესზე 24 მაისს მომხდარი ავარია შვიდ დღეში აღმოიფხვრა, უკვე მუშაობს ოთხი აგრეგატი.