დიმიტრი მედვედევი „ედინაია რასიას“ თავმჯდომარის თანამდებობაზე რჩება
რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მმართველი პარტია „ედინაია რასიას“ თავმჯდომარის თანამდებობაზე დარჩა. ამის შესახებ პარტიის გენერალური საბჭოს მდივანმა, ანდრეი ტურჩაკმა განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვა არ არსებობს, რომ მედვედევმა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და „ედინაია რასიას“ თავმჯდომარის თანამდებობები შეითავსოს.
რუსეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით 15 იანვარს, მას შემდეგ გადადგა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებები დააანონსა.
რუსეთის პრეზიდენტმა ყოფილ პრემიერს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შესთავაზა.