ვლადიმერ პუტინმა დიმიტრი მედვედევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობა შესთავაზა

17:56, 15.01.2020

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიმიტრი მედვედევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი შესთავაზა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნული პოსტის შექმნისა და ამ თანამდებობაზე მედვედევის დანიშვნის გეგმის შესახებ დღეს ისაუბრა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ცოტა ხნის წინ მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მან ვლადიმერ პუტინის მიერ დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუკავშირა.

მსგავსი