„დილასა“ და „საბურთალოს“ მატჩი გორში მოკლული გოგონას ხსოვნისთვის პატივის მიგებით დაიწყო [ვიდეო]

გორის „დილასა“ და „საბურთალოს“ შორის საფეხბურთო მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო.

ფეხბურთელებმა პატივი მიაგეს გორში მოკლული გოგონას ხსოვნას.

ცხრა წლის ნ.ბ, რომელსაც ოჯახი 25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა, იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს.

მკვლელობაში ბრალდებული გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ი.ნ. წარსულში ნასამართლევია.