დიღმის მასივში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა
დიღმის მასივში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იწვის ბინის აივანი და ერთი ოთახი.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ და ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.