დიეგო კოლასი - წინასაარჩევნო გარემო უნდა იყოს მაქსიმალურად დემოკრატიულ დებატებში წარმართული, ვთხოვთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მომხრეებს ამისკენ მოუწოდონ
დიეგო კოლასი - წინასაარჩევნო გარემო უნდა იყოს მაქსიმალურად დემოკრატიულ დებატებში წარმართული, ვთხოვთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მომხრეებს ამისკენ მოუწოდონ

წინასაარჩევნო გარემო უნდა იყოს მაქსიმალურად დემოკრატიულ დებატებში წარმართული,- ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა წინასაარჩევნო გარემოსა და მარნეულის რამდენიმე ინციდენტის შეფასებისას განაცხადა.

„გუშინ გავაკეთე წერილობითი განცხადება, სადაც მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ საარჩევნო გარემო დარჩეს დემოკრატიული დებატების ფარგლებში. მათ შორის ამ ფაქტის გამოძიებაც მოხდეს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ წინასაარჩევნო გარემო უნდა იყოს მაქსიმალურად დემოკრატიულ დებატებში წარმართული და შესაბამისად, ვთხოვთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, თავის მომხრეებს მოუწოდონ ამისკენ“,- განაცხადა ელჩმა.