დიეგო კოლასი - ვფიქრობ, ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალის პარლამენტში შესვლა იქნება ძლიერი საქართველოს წინაპირობა
კრიზისის დაწყებამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთელი ენერგია მიმართული იყოს იმისკენ, რომ ქვეყანა უკეთესად გაუმკლავდეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ეს გულისხმობს ძლიერ ოპოზიციას პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა განაცხადა.
მისივე თქმით, ძლიერი ოპოზიცია ქმნის ძლიერ დემოკრატიას და ძლიერ ხელისუფლებას. დიეგო კოლასი მიიჩნევს, რომ ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალის პარლამენტში შესვლა იქნება ძლიერი საქართველოს წინაპირობა.
„ძლიერი ოპოზიცია ქმნის ძლიერ დემოკრატიას და ძლიერ ხელისუფლებას. ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა თუ შევა პარლამენტში, ვფიქრობ, ეს იქნება ძლიერი პარლამენტის და ძლიერი საქართველოს წინაპირობა“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.