დიეგო კოლასი - საფრანგეთი და ევროკავშირი გმობენ ძალადობას, სთხოვენ მთავრობას, გააკეთოს, რაც საჭიროა მის შესაჩერებლად
საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
ელჩის განცხადებას საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ზოგიერთები იფიქრებენ, რომ განცხადება შესაძლოა, მოკლეა, თბილისის ქუჩებში დღევანდელი მასშტაბური ძალადობის შემდეგ. თუმცა, რომ არ მჯეროდეს სიტყვის ძალის, არ ვიქნებოდი დიპლომატი და იურისტი.
საფრანგეთი და ევროკავშირი გმობენ ამ ძალადობას, სთხოვენ მთავრობას, გააკეთოს, რაც საჭიროა მის შესაჩერებლად. სამოქალაქო საზოგადოების, ლგბტქი+, ჟურნალისტების კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაცული უნდა იყოს. ფუნდამენტურ უფლებებს იმ ლამაზი ისტორიის მხოლოდ ცენტრალური ადგილი უნდა ეკავოს, რომლის დაწერასაც ჩვენ – საფრანგეთი და ევროკავშირი, საქართველოსთან ერთად ვცდილობთ“, – აღნიშნულია ელჩის განცხადებაში.