დიდი შვიდეულის სამიტმა კვებეკში უთანხმოების ფონზე ჩაიარა. ამის მთავარი მიზეზი დონალდ ტრამპის პოზიცია იყო. აშშ-ის ლიდერმა ბევრი ქვეყანა უთანასწორო და აშშ-ის წამგებიანი ტარიფების დაწესებაში დაადანაშაულა. მართალია, ლიდერებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს, თუმცა მოგვიaნებით ტრამპა განაცხადა, რომ ის აღარ მიესალმება ამ დოკუმენტს და ხელმოწერა უკან გააქვს. მისივე თქმით, კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს მიერ სამიტის ბოლოს გაკეთებული გაცხადება, რომლის მიხედვითაც კანადა პირველი ივლისიდან აშშ-ს ექსპორტზე ახალ ტარიფებს დაუწესებს, შტატებისთვის მიუღებელია.
ტრამპი ამტკიცებს, რომ სამიტის დროს ტრიუდოს ამ გადაწყვეტილების შესახებ მასთან არ უსაუბრია. ევროკავშირში განაცხადეს, რომ ტრამპის კრიტიკის მიუხედავად, სამიტის ბოლოს მიღებულ კომუნიკეს ეთანხმებიან. დოკუმენტში საუბარია საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაფუძნებული სავაჭრო წესების შემუშავების აუცილებლობაზე. ამას გარდა კომუნიკეში დიდი შვიდეულის წევრები მოუწოდებენ რუსეთს, შეწყვიტოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისკენ მიმართული ქმედებები და უარი თქვას ბაშარ ასადის მხარდაჭერაზე. დოკუმენტში ასევე საუბარი ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე.