დიდი ოცეულის წევრები პანდემიით დაზარალებული ღარიბი ქვეყნებისთვის სახელმწიფო ვალების გადახდის შეჩერებაზე შეთანხმდნენ
დიდი ოცეულის წევრები პანდემიით დაზარალებული ღარიბი ქვეყნებისთვის სახელმწიფო ვალების გადახდის შეჩერებაზე შეთანხმდნენ

დიდი ოცეულის წევრები პანდემიით დაზარალებული ღარიბი ქვეყნებისთვის სახელმწიფო ვალების გადახდის შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე 20 ქვეყანა შეთანხმდა, რომ დაბალშემოსავლიანი სახელმწიფოებს ვალების გადახდა დროებით აღარ მოუწევს.

პროცედურა პირველ მაისს ამოქმედდება და წლის ბოლომდე დარჩება ძალაში.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის სახელმწიფო ვალების გადახდის დროებით შეჩერებას“, – ნათქვამია დიდი ოცეულის წევრი სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებაში.

სახელმწიფო ვალის გადახდების დროებით შეჩერების პერიოდში, განვითარებადმა სახელმწიფოებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უნდა ითანამშრომლონ.

დიდი ოცეულის წევრები მოუწოდებენ კერძო კრედიტორებს, შეუერთდნენ მათ ინიციატივას.