„დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ნოემბრის სამიტის მოსამზადებელი შეხვედრისთვის ბრაზილიაში ჩავიდნენ
„დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ნოემბრის სამიტის მოსამზადებელი შეხვედრისთვის ბრაზილიაში ჩავიდნენ

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ნოემბრის სამიტის მოსამზადებელი შეხვედრისთვის ჩავიდნენ.

„როიტერის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრები მსოფლიოში არსებულ დაძაბულობასა და მათი გაუმჯობესების გზებს განიხილავენ.

ორდღიანი შეხვედრების ფარგლებში მინისტრები ისაუბრებენ გლობალურ კონფლიქტებზე, მათ შორის, უკრაინასა და ღაზაში მიმდინარე ომების შესახებ.

როგორც ცნობილია, მოსამზადებელ შეხვედრას დაესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.