ემანუელ მაკრონი - „დიდი ოცეულის“ დეკლარაცია რუსეთისთვის გამარჯვება არ არის
ემანუელ მაკრონი - „დიდი ოცეულის“ დეკლარაცია რუსეთისთვის გამარჯვება არ არის

„დიდი ოცეულის“ დეკლარაცია რუსეთისთვის გამარჯვება არ არის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ „დიდ ოცეულში“, რომელიც დაარსდა საერთაშორისო ეკონომიკური და არა პოლიტიკური საკითხების გადასაჭრელად, სულაც არ არის ადგილი უკრაინის ომში დიპლომატიური პროგრესის მოლოდინისთვის.

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ „დიდი ოცეულის“ ლიდერების განცხადება შაბათ-კვირის შეხვედრაზე არ იყო რუსეთის დიპლომატიური გამარჯვება, რომელიც სამიტიდან იზოლირებული გამოვიდა.

როგორც მედია წერს, შაბათს მიღებულ დეკლარაციაში თავიდან აიცილეს რუსეთის დაგმობა უკრაინაში კონფლიქტის გამო, მაგრამ ხაზი გაუსვეს ძალადობის გამო ადამიანურ ტანჯვას და მოუწოდეს ყველა სახელმწიფოს, არ გამოიყენონ ძალა ტერიტორიის დასაკავებლად.

„დიდი ოცეულის“ ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის იზოლაციას. დღეს „დიდი ოცეულის“ წევრების აბსოლუტური უმრავლესობა გმობს უკრაინის ომს“, – განაცხადა მაკრონმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ დაესწრო „დიდი ოცეულის“ ორდღიან სამიტს ნიუ დელიში და მის ნაცვლად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გაგზავნა.