დიდი ოცეულის ქვეყნები „კოვიდ-19“-ის ვაქცინის სამართლიან დისტრიბუციაზე შეთანმხდნენ
დიდი ოცეულის ქვეყნები „კოვიდ-19“-ის ვაქცინის სამართლიან დისტრიბუციაზე შეთანმხდნენ.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენ არ დავიშურებთ მონდომებას, რათა უზრუნველვყოთ ყველასთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა, რაც თანხვედრაში იქნება წევრების ვალდებულებებთან ინოვაციის სტიმულირებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაცნობიერებთ ფართომასშტაბიანი იმუნიზაციის მნიშვნელობას საერთო კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია „როიტერის“ მიერ მოპოვებულ დიდი ოცეულის კომუნიკეს მონახაზში.
დიდი ოცეულის სამიტი წელს პანდემიის გამო ვირტუალ რეჟიმში მიმდინარეობს.