ვოლოდიმირ ზელენსკი - „დიდი ოცეულის” სამიტზე ვლადიმერ პუტინი თუ გაემგზავრება, უკრაინა მასში მონაწილეობას არ მიიღებს​
ვოლოდიმირ ზელენსკი - „დიდი ოცეულის” სამიტზე ვლადიმერ პუტინი თუ გაემგზავრება, უკრაინა მასში მონაწილეობას არ მიიღებს​

ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის” სამიტზე თუ გაემგზავრება, უკრაინა მასში მონაწილეობას არ მიიღებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„არ ვადევნებ თვალს სხვების მონაწილეობას „დიდი ოცეულის“ სამიტში. ჩემი პირადი პოზიცია და უკრაინის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ თუ რუსეთის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას, მაშინ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას. ვნახოთ, როგორ იქნება მომავალში”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ინდონეზიის პრეზიდენტთან, ჯოკო ვიდოდოსთან დღეს გამართული სატელეფონო საუბრის დროს უკრაინამ კვლავ მიიღო მიწვევა „დიდი ოცეულის“ სამიტზე. სამიტი ინდონეზიაში 15-16 ნოემბერს გაიმართება.