დიდი ბრიტანეთის მთავრობამ „ბრექსითთან“ დაკავშირებით მნიშნვნელოვან კენჭისყრაში გაიმარჯვა
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ „ბრექსითთან“ დაკავშირებით მნიშნვნელოვან კენჭისყრაში გაიმარჯვა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ „ბრექსითთან“ დაკავშირებით მნიშნვნელოვან კენჭისყრაში გაიმარჯვა. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში დეპუტატებმა საჭიროების შემთხვევაში, „ბრექსითის“ დროს დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე ვეტოს დადების უფლება ვერ მოიპოვეს.

კანონპროექტს, რომელიც დეპუტატებს ვეტოს გამოყენების უფლებას მისცემდა, 303-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი კი 319 იყო.

კანონპროექტის ინიციატორების მიზანი ვეტოს უფლება იყო, რომლის საშუალებითაც დეპუტატები ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლასთან დაკავშირებით შეთანხმების დაბლოკვას მოახერხებდნენ.
კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მარცხის თავიდან ასარიდებლად წარმომადგენელთა პალატას კომპრომისული წინადადებით მიმართა. თუმცა შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს კენჭისყრის შედეგები პრემიერ-მინისტრ, ტერეზა მეისთვის დიდი გამარჯვებაა.