დიდგორის რაიონის რამდენიმე ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 09:00-დან 18:00 საათამდე დიდგორის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„თელასის“ ცნობით, კერძოდ, შეზღუდვა შეეხება დაბა შინდისის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.