დიდგორის რაიონის რამდენიმე ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

08:06, 21.10.2018

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 09:00-დან 18:00 საათამდე დიდგორის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ცნობით, კერძოდ, შეზღუდვა შეეხება დაბა შინდისის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი