დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობიდან მეხანძრე-მაშველებმა ერთი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს
დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობიდან, სადაც ხანძარია, მეხანძრე-მაშველებმა ერთი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ტექნიკის საწყობში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 1 800 კვ/მ ფართობი.
ადგილზე 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.