დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ცხელი ხაზი ამოქმედდა
დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, გამგეობის საუბნო განყოფილების ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
თბილისის მერიის ცნობით, ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 2 37 45 31, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის N10.
ცხელ ხაზზე ასევე, მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ადგილზე ამ დროისთვის, სამაშველო სამსახური და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახების მიმართ მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენს და მათ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.
აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა შვიდი ადამიანი.