დიდ დიღომში აფეთქების ადგილზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მივა. შემთხვევის ადგილზეა თბილისის მერი კახა კალაძე. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იაშვილის კლინიკაში დაშავებულებს მოინახულებს.
აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.
აფეთქების შედეგად არიან ასევე დაშავებულები, რომლებიც სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
დიდ დიღომში კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.