დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაინიშნა.
პირველი არხის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს შეეხება.
უმრავლესობის სხდომა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 15:00 საათზე გაიმართება.